ახალი M ფლაგმანური მოდელი BMW XM-ი წარმოებაში წლის ბოლომდე შევა, დებიუტი კი სავარაუდოდ, 27 სექტემბერს შედგება
ცნობილია, რომ BMW XM- ის წარმოება 2022 წლის ბოლოს დაიწყება, ასე რომ, დიდი ალბათობით, დამოუკიდებელი M performance ჯიპის დებიუტს სულ მალე ვიხილავთ.
საავტომობილო სივრცეში ვარაუდობენ, რომ ჯიპი სექტემბრის ბოლო რიცხვებში გამოჩნდება.
BMWBlog-ის მოხსენების თანახმად, რომელიც ანონიმურ წყაროებს ეყრდნობა, BMW XM-ის დებიუტი 27 სექტემბერსაა დაგეგმილი.
BMW XM-ის თიზერი ავტომწარმოებლის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
XM მოკლე მიმოხილვა
XM-ი plug-in ჰიბრიდული მოდელია. ის ახალი, 4.4-ლიტრიანი ორმაგი ტურბო S68 V8 ძრავითაა აღჭურვილი. ეს ყველაფერი კი ელექტროძრავთანაა დაწყვილებული.
XM კონცეფციას, რომელიც მოდელის დიზაინს ასახავდა, 750 ცხენის ძალა ჰქონდა, მაგრამ როგორც ამბობენ, წარმოების ვერსიას მხოლოდ 644 ცხენის ძალა ექნება, ბრუნვის მომენტი კი 884 ნიუტონ მეტრს გაუტოლდება.
უფრო ცხელი ვერსია ჩვეულებრივი XM-ის შემდეგ გამოვა, მისი ბრუნვის მომენტი 1000 ნიუტონ მეტრამდე აიწევს.
ელექტროგადამცემი ZF რვა სიჩქარიან ავტომატურ გადაცემასთანაა დაკავშორებული. ჰიბრიდი სუფთა ელექტროენერგიით, დაახლოებით, 80 კილომენტრიან დიაპაზონს უზრუნველყოფს.
XM ჯაშუშური კადრები



საზოგადოებაში XM-ის პატენტის სურათებმა გაჟონა. უახლესმა ჯაშუშურმა კადრებმა ჯიპის დიზაინზე გარკვეული მინიშნებები მოგვცა.
პირველყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ ის კონცეფციისგან დიდად არ განსხვავდება.
ცვლილებები მოიცავს ნაკლებაგრესიულ წინა ფასციას, ნაკლებადშეკუმშულ სახურავის ხაზს და კარების სტანდარტულ სახელურებს.
რაც მთავარია პოლარიზებულ განათებულ ცხაურს ვერავინ გაექცევა.
თუ სექტემბრის დებიუტის შესახებ არსებული ჭორები გამართლდება ახალ ფლაგმანურ ჯიპს სულ მალე ვიხილავთ.
The post BMW XM-ის დებიუტი, სავარაუდოდ, 27 სექტემბერს შედგება appeared first on adjaracars.com.