Quantcast
Channel: adjaracars.com
Viewing all articles
Browse latest Browse all 663

Mercedes-ი და Rivian-ი ევროპაში ერთობლივ საწარმოს გახსნიან

$
0
0

ავტოინდუსტრიის გერმანულმა გიგანტმა მერსედესმა (Mercedes-Benz) და ამერიკულმა სტარტაპ-კომპანია რივიანმა (Rivian) მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, ისინი ევროპაში საერთო ქარხანას შექმნიან, რომელიც მომავალში მხოლოდ ელექტრო-ფურგუნებს გამოუშვებს.

როგორც Carscoops წერს, მიზნის განსახორციელებლად კომპანიები ცენტრალურ ან აღმოსავლეთ ევროპაში მდებარე მერსედესის ქარხანას გამოიყენებენ. ქარხანა მანქანებს როგორც Mercedes-ის, ასევე Rivian-ის ბრენდით აწარმოებს.

“მოხარული ვართ მერსედესთან თანამშრომლობით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ავტორიტეტულ საავტომობილო კომპანიასთან. ჩვენ გვჯერა, რომ ერთად მართლაც საოცარ ელექტრო ფურგონებს შევქმნით” – R. J. Scaringe, Rivian-ის აღმასრულებელი დირექტორი.

Rivian-ის აღმასრულებელი დირექტორი RJ Scaringe

როგორც ირკვევა, კომპანიებს შორის გაფორმებული მემორანდუმი ელექტრო ფურგონების წარმოების ორი პარალელური ხაზის გახსნას ითვალისწინებს, როგორც Mercedes-Benz-ის VAN.EA-ის, ასევე Rivian Light Van-ის პლატფორმებზე.

“2025 წლიდან ყველა ფურგონი, რომელიც ჩვენს ახალ VAN.EA ტექნოლოგიაზეა დაფუძნებული, მხოლოდ ელექტრო იქნება. მოხარული ვარ, რომ ამ ტრანსფორმაციის ფარგლებში, Rivian-თან გავერთიანდით, ძალიან ძლიერ ტექნოლოგურ, დინამიურ და შთამაგონებელ პარტნიორთან” – მათიას გეიზენი, Mercedes-Benz Vans-ის ხელმძღვანელი.

Rivian და Mercedes ამბობენ, რომ მათ საერთო ამბიცია აქვთ – სწრაფად გაზარდონ ელექტრო ფურგონების წარმოება, და ამით დაეხმარონ მსოფლიოს ეკოტრანსპორტზე გადასვლაში.

2025 წლიდან მერსედესის ყველა ფურგუნი ელექტრო იქნება

ერთობლივი მუშაობა კომპანიებს საშუალებას მისცემს, რომ ხარჯების ეფექტურობა გააუმჯობესონ და პროდუქტი  მასობრივად ხელმისაწვდომი გახადონ.

The post Mercedes-ი და Rivian-ი ევროპაში ერთობლივ საწარმოს გახსნიან appeared first on adjaracars.com.


Viewing all articles
Browse latest Browse all 663

Trending Articles