Pagani თავის ახალ, 852 ცხენის ძალის მქონე კუპეს 99 ეგზემპლარად გამოუშვებს
Pagani Utopia C10 კოდური სახელის მქონე კონცეფციის საწარმოო ვერსიაა. სუპერმანქანის სახელწოდება თომას მორის წიგნიდან უტოპიიდან მომდინარეობს, წიგნში ფილოსოფოსის იდეალური სამყაროა აღწერილი.
სახელწოდებიდან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ რომ ახალი სუპერმანქანა რაღაც განსაკუთრებულს გვიმზადებს.
უტოპიის შესაქმნელად, პაგანიმ თავისი მომხმარებლების სურბილები გაითვალისწინა. მათ სამი რამე მოითხოვეს-„სიმარტივე, სიმსუბუქე და მართვის სიამოვნება“.
Utopia-ს 6.0-ლიტრიანი ტყუპი ტურბო V12 აქვს. ის 852 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, მისი ბრუნვის მომენტი კი 1100 კმ/სთ-ს უტოლდება.
მყიდველებს შვიდ სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფის ან შვიდ სიჩქარიანი მექანიკის არჩევის შესაძლებლობა აქვთ.
Huayra-სა და Zonda-სთან შედარებით, Utopia-ს მინიმალისტური დიზაინის ესთეტიკა აქვს. კომპანია ტრადიციულად აქტიურ აეროდინამიკურ ელემენტებს ინარჩუნებს.
კანის ქვეშ Utopia-ს აქვს მონოკოკი, Pagani-ს Carbo-Titanium HP62 G2 და Carbo-Triax HP62 მასალები. წინა და უკანა ქვეჩარჩოები ქრომირებული ფოლადის აქვს. კორპუსში ახალი, A კლასის ნახშირბადბოჭკოვანი მასალაა გამოყენებული.
მსუბუქი მასალების ხარჯზე კუპე მხოლოდ 1,280 კილოგრამამდე იწონის. წინა ბორბლები 21-ინჩიანია, უკანა-22. ბორბლებს გარსს Pirelli-ის საბურავები აკრავს.
სალონი მინიმალისტურია, პაგანი თანამედროვე, მრავალკომპონენტიანი ციფრული დისპლეის გამოყენების ტენდენციას ერიდება.
სიჩქარის საზომის გვერდით მხოლოდ ერთი ეკრანია განთავსებული.
Pagani თავდაპირველად Utopia-ს მხოლოდ 99 ერთეულს შექმნის. ავტომწარმოებელი ფასს და მიწოდების დაწყების თარიღს ჯერ-ჯერობით არ ასაჯაროებს.
Pagani Utopia













The post Pagani Utopia- დებიუტი 852 ცხენის ძალით appeared first on adjaracars.com.