სექტემბრის ბოლოს RM Sotheby’s აუქციონზე Formula Mazda-ს სარბოლო მანქანა გაიყიდება. ის ვანკელის როტორული ძრავით არის აღჭურვილი და შენიღბულია, როგორც ნიკი ლაუდას F1-ის ბოლიდი.
მანქანა 1996 წელს გამოვიდა და რბოლებში 2019 წლამდე მონაწილეობდა. ხუთ სიჩქარიან “მექანიკას”, 1.3 როტორული ძრავი უდგას, რომელიც 180 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.
თეთრ-წითელი ფერი და სპონსორობის სტიკერები, ერთი შეხედვით ფერარის F1-ის მანქანებს მოგაგონებთ. ფანჯარაზე დატანილია წარწერა, რომ მართავს ნიკი ლაუდა.
შეგახსენებთ, რომ მაზდა ლე-მანის 24 საათის ერთადერთი გამარჯვებულია როტორული ძრავით, რომელიც მოგვიანებით აიკრძალა.
რატომ გაკეთდა ასეთი სტილიზაცია, არ არის დაკონკრეტებული, თუმცა ეს იმიჯი სტიკერების დახმარებით არის შექმნილი და ახალ მფლობელს, სურვილისამებრ მანქანის პირვანდელი სახის დაბრუნება შეუძლია.
Formula Mazda Bolide







სპორტული მანქანის სავარაუდო ღირებულება 45 000-დან 65 000 დოლარამდეა.
The post Mazda-ს ბოლიდი როტორული ძრავით, აუქციონზე გაიყიდება appeared first on adjaracars.com.