სტუდენტი კურსის დასრულებისას ქმნის საშინაო ნაშრომს. საშინაო ნაშრომი დისციპლინის შესაბამისად, შეიძლება იყოს სხვადასხვა ტიპის (ნარკვევი, კვლევის ანგარიში, ინდივიდუალური პროექტის პრეზენტაცია და სხვა). საუნივერსიტეტო სტანდარტის მიხედვით, საშინაო ნაშრომში სტუდენტმა უნდა წარმოაჩინოს სპეციალიზაციის სფეროში ჩატარებული დამოუკიდებელი კვლევის შედეგები ან შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის ნაწილი. ამავე სტანდარტის გათვალისწინებით, საშინაო ნაშრომი უნდა შეიცავდეს ორიგინალურ და აქამდე გამოუქვეყნებელ სამეცნიერო ინფორმაციას. ნაშრომში სტუდენტმა უნდა შეძლოს პრობლემური საკითხის მეცნიერული მეთოდებით დამუშავება და შედეგების საგნობრივი და ენობრივი თვალსაზრისით დამაჯერებელი...
↧