რა უნდა ვიცოდეთ იმისათვის, რომ ყოველ ძეგლს სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, გავუფრთხილდეთ და შევეცადოთ, შევუნახოთ ისინი მომავალ თაობებს? მოდით, უფრო დაწვრილებით გავეცნოთ რა არის რესტავრაცია და როგორ მუშაობენ ამ პროფესიის მქონე ადამიანები – რესტავრატორები. რაც უფრო ძველია ძეგლი, მით მეტია მისი დაზიანების ალბათობა. თქვენც ყოფილხართ ალბათ ისეთ ეკლესიებში, სადაც ულმობელ დროს არაფერი დაუზოგავს. მიწისძვრებს კედლები დაუხეთქავს და გუმბათი ჩამოუქცევია, ქარსად და წვიმას კედლებიდან საღებავი ჩამოურეცხავს, ხანძარსა და საუკუნეების განმავლობაში დანთებულ...
↧