კვების ნირის მიხედვით ბაქტერიები მეტად მრავალფეროვანია. არსებობს ავტოტროფული და ჰეტეროტროფული ბაქტერიები. ავტოტროფებს მიეკუთვნება ბაქტერიები, რომლებსაც აქვთ ქლოროფილი და აწარმოებენ ფოტოსინთეზს. ჰეტეროტროფულ ბაქტერიებს მიეკუთვნება: საპროფიტები და პარაზიტები. ბაქტერიული პროცესები ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში ძალიან ხშირად გვხვდება. მაგალითად, რძისგან – მაწვნის, არაჟნის, კარაქის, კეფირის, ხაჭოს მიღება ბაქტერიების ცხოველქმედების შედეგია. ასევე ბაქტერიული მოქმედების შედეგია ღვინის, ძმრის, შამპანურის და ა.შ. დამზადება. ამ პროცესებში მონაწილეობს რძემჟავა, ძმარმჟავა და სპირტული დუღილის ბაქტერიები. ლპობის ბაქტერიების მიერ გამოწვეული პროცესი ხშირად...
↧