აუცილებელი ატრიბუტები: დიდი ტევადობის ზურგჩანთა, საძილე ტომარა, პარალონი, საწვიმარი, გამძლე ფეხსაცმელები, ცოტაოდენი თავისუფალი დრო და ცერა თითი. დამეთანხმეთ რომ შაბათ დილით წამოდგომა საკმაოდ ძნელია, თუნდაც იმიტომ რომ ბავშვობიდანვე ამ დილას ყველა ველოდით, რომ სკოლაში არ წავიდოდით. მაგრამ როდესაც წინ საკმაოდ სასიამოვნო მგზავრობა და ქალაქგარეთ გასატარებელი უიკენდებია, გულში სასიამოვნო მოლოდინებით ალაგებ ჩანთას და დღევანდელი მარშუტს გონებაში კიდევ ერთხელ გადაავლებ თვალს. 40იოდე წუთში ქალაქგარეთ, ლილოს გადასახვევთან ვდგავართ, სადაც კახეთისკენ მივყვებით ხოლმე მანქანებს...
↧